საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო. ღონისძიების წამყვანმა, ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა შვაბმაგანსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტამბულში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთამეთაურების მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან რეგიონალური თანაშრომლობისმნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებით მან ის პროექტები გამოყო, რომლებსაცსაქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმატებით ახორციელებს ერთობლივად. თურქეთის პრეზიდენტი გლობალური უსაფრთხოების, რეფორმებისა და სხვაეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.
მოგვიანებით, საქართველოს პირველი პირი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობებისმეთაურთა პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო.