სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს თავმჯდომარემ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პრინციპებსა და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ მხარდამჭერ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„კოოპერატივების რიცხოვნობის ზრდა დადებით დინამიკაზე მეტყველებს“, -განაცხადა დავით გალეგაშვილმა. არსებული მონაცემებით, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 233 სუბიექტს მიენიჭა, მათ შორის ცაგერის მუნიციპალიტეტში 7 კოოპერატივია რეგისტრირებული. კოოპერატივების ძირითად საქმიანობას მევენახეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და სანერგე მეურნეობების განვითარება წარმოადგენს. შეხვედრას ადგილობრივის ხელისუფლების და ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია Care-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე ფერმერული გაერთიანებების სტიმულირების მიზნით, განსაზღვრულია დაბრუნებადი გრანტების გაცემა 20 პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობით. ორგანიზაცია Care-ი საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპს 10 ოქტომბერს დაასრულებს.