„ქუჩის თეატრი“ - ყველაზე მოუსვენრები, მხიარულები და ორიგინალურები

„ქუჩის თეატრი“ - ყველაზე მოუსვენრები, მხიარულები და ორიგინალურები

ქართულ თეატრალურ სივრცეს ქუჩის თეატრი შეემატა. მისი შექმნის იდეა მსახიობ ირაკლი ბიგვავას ეკუთვნის. ქუჩის თეატრში სხვადასხვა მიმდინარეობის მსახიობები არიან გაერთიანებულნი. თეატრის პორტფოლიოში უკვე არის არაერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გარდა იმისა რომ ქუჩის თეატრი ემზადება სხვა პროექტებისათვის, ის მონაწილეობას იღებს მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალში, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს.

სულ ახლახანს ქუჩის თეატრმა შემოთავაზება მიიღო სასომხეთიდან, ქვეყნის მთავარ კულტურულ ღონისძებაში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც დედაქალაქის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება. ქუჩის თეატრის გეგმებსა და პროექტებზე გავესაუბრეთ მის დამფუძნებელს ირაკლი ბიგვავას.

-  ირაკლი, იქნებ მოგვიყვეთ რის გაკეთებას აპირებს ქუჩის თეატრი ერევნობის დღესასწაულზე?

-  ერევნობის დღესასწაულზე რამოდენიმე საინტერესო წარმოდგენას გავმართავთ.

ვითამაშებთ როგორც ქუჩაში, ასევე სცენაზე  და ყველანაირად ვეცდებით სომეხ მაყურებელს დიდი ხნით დაამახსოვრდეს ქართული ქუჩის თეატრი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ქართული კულტურის განვითარებისათვის და ცნობადობის ამაღლებისათვის.

- მოგვიყევით თქვენს წარმოდგენებზე, რას სთავაზობთ განსაკუთრებულს თქვენს მაყურებელს?

- უამრავ რამეს. საკარნავალო მსვლელობას, რომელიც ქუჩის თეატრის ორკესტრის თანხლებით იმართება. კარნავალში მონაწილეობენ ჯამბაზები, აკრობატები, მიმები, კოსტიუმირებული ოჩოფეხები, ყველასთვის საყვარელი მულტფილმების და ფილმების პერსონაჟები. გარდა ამისა, გვაქვს ცეცხლოვანი შოუ, რომელიც დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტების თანხლებით მიმდინარეობს. შეგვიძლია გავმართოთ წარმოდგენა ჰაერში, ვერტიკალურ სივრცეში. ვინაიდან ყოველივე ეს ფიზიკურ დატვირთვასთან და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თითოეული წარმოდგენისათვის გვიხდება სპეციალური მომზადება.

-  და ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები.

-  უახლოეს გეგმებში, გარდა ერევნობისა, დაგეგმელი გვაქვს კიდევ რამოდენიმე ფესტივალი მარნეულის სასურსათო ქარხანასთან ერთად, მათ შორის თბილისობის დღესასწაულზე, სადაც წარვსდგებით ოთხ საათიანი პროგრამით, რომელსაც წარუძღვებიან მხიარული წამყვანები და მაყურებელთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ბევრ თამაშსა და კონკურსში. ყველას გეპატიჟებით და გელით ჩვენს წარმოდგენებზე.

ქუჩის თეატრის სანახავად ეწვიეთ მოცემულ ლინკს - https://www.facebook.com/Georgianstreettheater