დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, როდესაც გისმენდით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ საქმიანობას უკვე 10 წელია, ეწევით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კონფერენციაზე - "ღია მმართველობის პარტნიორობა," კონფერენციის მოდერატორმა, OGP-ს თანათავმჯდომარე რაკეშ რაჯანმა.
მისივე თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილი საოცრად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ".
"დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. როდესაც გისმენდით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ საქმიანობას უკვე 10 წელია, ეწევით. დიდი მადლობა ჩვენი ასეთი შთაგონებისათვის. ისეთი განცდა მაქვს, რომ 10 წელია, ჩვენს რიგებში ხართ! თქვენ საოცრად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებთ, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ", - განაცხადა რაჯანმა კონფერენციის დასრულებისას.
ღია მმართველობის პროექტის გაერო-ს სესიაზე წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ინიციატივაა.