სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა დააზარალა, დაიტბორა სოფლები.

მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან, ოზურგეთის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთან ერთად სოფელ შემოქმედსა და ნატანებში ადიდებული მდინარისგან დატბორილი სავარგულები დაათვალიერა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადგილზე ვითარების შესწავლა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სასოფლო-სამეურნეო კუთხით.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ ადიდებულმა მდინარემ 2 ჰექტრამდე  სასოფლო-სამეურნეო სავარგული სრულად მოგლიჯა. შემოქმედსა და ნატანებში დატბორილია მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  რაიონული საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები რეგიონში შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი.