„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს რეზერვუარში საპროფილაქტიკო სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს რეზერვუარში საპროფილაქტიკო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს 10 000 კუბური მეტრი მოცულობის  რეზერვუარში, დღეს, საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. ამ დროისთვის  კომპანია აუცილებელი ტექნიკურ პროცედურებს ატარებს და რეზერვუარს წყლისგან დასაცლელად ამზადებს.

ლილოს რეზერვუარზე საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 25 სექტემბრის 13:00 საათიდან 26 სექტემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ლილოს, ლოჭონოს, საქნავთის, სადგური ლილოს დასახლებებსა და მათ მიმდებარე ორგანიზაციებს

სოფლებს - ნასაგურს, წინუბანს, დიდ ლილოსა და გამარჯვებას

ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელს“, „ლილო მოლს“.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 26 სექტემბრის 10:00 საათიდან, საპროფილაქტიკო სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 26 სექტემბრის 12:00 საათისთვის წყალს მიიღებს  ყველა ჩამოთვლილი დასახლება და სოფელი.