ეკა კვესიტაძის გადაცემა სახიფათო გზავნილებს შეიცავდა

ეკა კვესიტაძის გადაცემა სახიფათო გზავნილებს შეიცავდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის  თქმით, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოყენებული  გზავნილი- „ციხეების არ ეშინიათ ხალხო“ ,  სახიფათოა ქვეყნის უახლოესი წარსულიდან გამომდინარე.

„როცა ამდენი ადამიანი დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მოწოდება, რომ ციხეები ძალადობის გარეშე, იმ კონტროლის გარეშე ვეღარ იმართება, ეს არის ირიბი მოწოდება, რომ ძალადობა არის ერთადერთი გამოსავალი.  ძალიან კარგი იქნებოდა, გადაცემაში გაეშუქებინათ, როგორ იმართება ევროპული ციხეები. ჩვენგან 2 წელიწადში ითხოვენ  სკანდინავიურ ციხეებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს აქვს პრობლემების მოგვარების გეგმა, ხოლო მსჯავრდებულთა უმრავლესობა,  რომლებიც  ჩანაწერებში ფიგურირებენ, პასუხისგებაში უკვე მიეცნენ.