სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

გეგუთის N 14  სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას  მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. 

ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად  მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.  მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.  პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში  ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე  დაწყებულია გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა  მიმართ -243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

მსჯავრდებული, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს 2009  წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას  შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნებისმიერ ახალ ცნობას მომხდართან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ მიაწვდის მედიას და საზოგადოებას.