საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანა მორგოშიამ გორში მდებარე შპს „სამეგობროს“ ჩირის დამამზადებელი საწარმო დაათვალიერეს.
კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 470 ათასი დოლარის კრედიტი აიღო. მიღებული სესხით ახალი შენობა ააშენა და ჩირის წარმოებისთვის დანადგარები შეიძინა. კომპანიამ ვაშლის ჩირის საცდელი პარტია უკვე გამოუშვა. დღეისათვის შპს ,,სამეგობრო“ შავი ქლიავის ჩირს აწარმოებს. საწარმოში 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ 2013 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში 21 223 ბენეფიციარზე ჯამში 492 მლნ ლარამდე ოდენობის სესხია გაცემული.
კერძოდ, მესამე კომპონენტში, რომელიც ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოებას ითვალისწინებს დაფინანსებულია 674 საწარმო, მათ შორის - 74 ახალი საწარმო.