პრეზიდენტი თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო

პრეზიდენტი თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად რუსთაველის სახელობის თეატრში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო.

თეატრალური ფესტივალი „მოხეტიალეთა სიმღერებით" გაიხსნა. სპექტაკლში ტაივანი-ჩინეთის ცეკვის თეატრი "ღრუბლის კარიბჭე" და ქართული ცეკვის ანსამბლი "რუსთავი" მონაწილეობდა.

საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც თბილისში მეექვსედ იმართება პრეზიდენტთან ერთად ქალაქის მერი, კულტურის მინისტრი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.