პრობაციონერთა შორის მინი-ფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება აჭარის გუნდმა მოიპოვა. ჩემპიონი და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა დააჯილდოვა.
ტურნირში მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ქართლის პრობაციონერთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი შიდა ქართლის და არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა დაიკავეს.
პრობაციონერთა შორის გამართულ სპორტულ ასპარეზებას სპონსორობას უწევდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები საქართველოში", რომელმაც ტურნირის მონაწილეების ეკიპირებაში მიიღო მონაწილეობა და დააწესეს სპეციალური პრიზები ცალკეულ ნომინაციებში (ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და სხვა) გამარჯვებულებისთვის.
პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საერთაშორისო ორგანიზაციას „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები საქართველოში", პირობით მსჯავრდებულების მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის.
პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება.
2013 წელს პრობაციონერებს შორის ჩემპიონობა მინი–ფეხბურთში ქვემო ქართლის გუნდმა მოიპოვა.