42 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია აჭარაში და  500 000 ლარიანი შენატანი სოლიდარობის ფონდში

42 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია აჭარაში და 500 000 ლარიანი შენატანი სოლიდარობის ფონდში

თურქული კომპანია ,, მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი  გალიპ ოსტურკი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდში 500 ათას  ლარს გადარიცხავს.

,,ჩემს ყველა დიდ ინვესტიციას ქველმოქმედებით ვიწყებ, სწორედ ამიტომ, სოლიდარობის ფონდში 500 ათასი ლარის შენატანს ვახორციელებ. დარწმუნებული ვარ, ეს თანხა დაეხმარება ფონდს იმ კეთილ საქმეში, რასაც კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობა ჰქვია“- განაცხადა გალიპ ოსტურკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.

ჰოლდინგი „მეტრო ტიკარი“ ბათუმში 42 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი აპარტ-ოტელი და სასტუმრო აშენდება.

,,საქართველოში უცხოელი ინვისტიციების ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მოხარული ვარ, რომ თქვენმა კომპანიამ მსხვილი ინვესტიციის განსახორციელებლად აჭარა შეარჩია. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ რეგიონში დამატებითი ექვსასი სამუშაო ადგილი შეიქმნება“- განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა.

,, მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი გალიპ ოსტურკი თურქეთის მხვილი მეცენატების ოცეულში შედის.