შეხვედრა მინისტრებთან

შეხვედრა მინისტრებთან

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მათ ყველაზე ძლიერი და რეალური ოპოზიციური გაერთიანებისგან ქვეყნის განვითარების სტრატეგია მოისმინეს. პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთან ისინი ურთიერთობას და თანამშრომლობას მომავალშიც შეინარჩუნებენ. თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში გაწეული დახმარებითვის მადლობა გადაუხადა.