Monde Selection არის ხარისხის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ამ დროიდან მოყოლებული იგი ადგენს და აფასებს ისეთი პროდუქტის ხარისხის/კრიტერიუმებს, როგორიცაა: ღვინო, მაღალალკოჰოლური სასმელები, ლიქიორები, ლუდი, წყალი, გამაგრილებელი და არაალკოჰოლური სასმელები, საკვები პროდუქტები, დიეტური და ჯანმრთელობის პროდუქტები, კოსმეტიკა და თამბაქო.
პროდუქტის შემოწმება ამ კონკურსზე ორი მიმართულებით ხდება: ორგანოლეპტიკურად ანუ გემური თვისებების მიხედვით და ფიზიკო-ქიმიური ანალიზებით, რაც გულისხმობს პროდუქტის შემადგენლობისა და ეტიკეტის შესაბამისობის დადგენას. ობიექტური ჟიურის შემადგენლობაში 70 პროფესიონალია გაერთიანებული.
2014 წელს კონკურსის ფარგლებში 88 ქვეყნის სხვადასხვა კატეგორიის 3163 პროდუქტი. მათ შორის, საქართველოდან წარდგენილი იყო ლუდი „ნატახტარი“, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიალი ბორდოში გაიმართა.
Monde Selection-ის ოქროს მედალი არის დასტური რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, ქართული ბრენდი, საერთაშორისო ხარისხის ინსტიტუტის მიერ აღიარებულია და მას ამაყად უკავია პოზიცია ევროპისა თუ მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს შორის. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს საამაყო ფაქტია. პირადად ჩემთვის ორმაგად საამაყოა ლუდი „ნატახტარის“ აღიარება, რადგან მის შექმნაში დიდ გუნდთან ერთად მეც მაქვს მოკრძალებული წვლილი შეტანილი და ყოველთვის სასიამოვნოა იმის დასტურის მიღება რომ რასაც აკეთებ, აკეთებ სწორად და ხარისხიანად. - ამბობს კომპანია „ნატახტარის“ ტექნიკური დირექტორი, გიორგი ქოქიაშვილი.