საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარტინა ქუიქმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.