სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.
„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია.
ფუდპანდამ ზაფხულის განმავლობაში 12 მნიშვნელოვანი კვების ობიექტი შემოიერთა. მათ შორის, როგორიცაა პუებლო - მექსიკური რესტორანი, ბურგერ ბარი, სახაჭაპურე #1, ბურიტო - მექსიკური რესტორანი, პიცა თაიმი, რონის პიცა, ლენდ ოფ ტაი, სუში რუმი, პრეგო რეალე, თევზის სწრაფი კვების ობიექტი კრუზო, სტეიქ ჰაუზი #1, მაჰარაჯა და სხვა.
ამ ეტაპზე კომპანია რამდენიმე ცნობილ რესტორანთან მოლაპარაკებას აწარმოებს და სულ მალე კიდევ უფრო მეტი რესტორანი გახდება ფუდპანდას პარტნიორი .
ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. მნიშვნელოვანია, რომ „საბვეის“ შეკვეთებისთვის უკვე აქტიური გახდა ონლაინ გადახდების სისტემა, სამომავლოდ კი დაგეგმილია ამ სისტემას რაც შეიძლება მეტი რესტორანი შემოუერთდეს.