მსჯავრდებულმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მსჯავრდებულმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მსჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა ორი  მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთ შემთხვევაში მან საკუთარი რეკორდი 8 ერთეულით გააუმჯობესა და ამჯერად 25 აზიდვა გააკეთა, მეორე შემთხვევაში კი, იოგას ერთ-ერთ პოზაში, რომელსაც „ბაკასანა“ ეწოდება, 42 აზიდვა შეასრულა.  

სპორტული ღონისძიება ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, ეს შემთხვევა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ცხოვრება ყოველთვის იწყება თავიდან  და ყოველთვის შეიძლება ახალი შესაძლებლობა იპოვო  საკუთარ თავში.

როგორც საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა აღნიშნა,  კუკური სალბიშვილის დამყარებული რეკორდი უპრეცედენტოა მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ კუკური სალბიშვილმა სარეკორდო მაჩვენებელი უკვე მეორედ გაუმჯობესა. მსჯავრდებულმა შარშან მარჯვენა ხელის ორი თითით, წუთში 49 აზიდვა, ხოლო ერთი თითით 17 აზიდვა შეასრულა. აღნიშნული რეკორდი უკვე შესულია აზიის რეკორდების წიგნში.