ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დარღვეულია

ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დარღვეულია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ”ჯიპიაი ჰოლდინგის” სარჩელი გაზეთების „ასავალ-დასავალი“ და „პრაიმ თაიმის“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესის“ წინააღმდეგ

ქარტიია საბჭომ დაადგინა, რომ გაზეთმა „პრაიმ თაიმმა“ და საინფორმაციო სააგენტო  „ნიუპრესმა“ 2014 წლის აპრილში გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია ქარჩხაძეების ოჯახის ტრაგედიის შესახებ, სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ არ გამოასწორეს ფაქტები , რითაც შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება;

გაზეთი „პრაიმ თაიმმა“ ასევე დაარღვია ქარტიის მე-8 მუხლი, რაც ბავშვის უფლებებს ეხება.

გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ზემოთ ნახსენებ მუხლებთან ერთად დაუდგინა ის, რომ მათ მიჩქმალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩაიდინეს ჟურნალისტისთვის უმძიმესი პროფესიული დანაშაული, კერძოდ -  მიზანმიმართულად დაამახინჯეს ფაქტები (მუხლები მე-3 და მე-11).

17 სექტემბერი, 2014 წ.:  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სარჩელი გაზეთების „ასავალ-დასავალი“ და „პრაიმ თაიმი“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესის“ წინააღმდეგ და დაადგინა, რომ აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტებმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები.

საქმე ეხება 2014 წლის აპრილში ამ გამოცემების მიერ ვანის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებას. გამოცემების ცნობით ვანის რაიონის მცხოვრებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმის გამო, რომ მის არასრულწლოვან შვილს ოპერაციის გაკეთებაზე თითქოსდა „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ უარი უთხრა .

„ეს ტრაგიკული ფაქტი ბუნებივია, გახდა მედიის ყურადღების ცენტრში და ალბათ ბევრს ახსოვს პუბლიკაციები სხვადასხვა მედიაში ამ თემის გარშემო. გარდაცვლილის შვილი ჩვენთან იყო დაზღვეული და ცხადია, მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო ჩვენი კომპანიის მიმართაც. სამწუხაროდ, რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია, რამაც დიდი ზიანი მიაყენა კერძო კომპანიას. თითოეულმა ჩვენმა თანამშრომელმაც ძალიან მტკივნეულად განიცადა ეს წარმოუდგენელი ბრალდებები. შესაბამისად, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვემართა ჟურნალისტური ეთიკის ქართიისთვის და მოგვეთხოვა ამ მასალების განხილვა იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტად და კეთილსინდისიერად აღწერეს ჟურნალისტებმა ფაქტები.“

ქართიაში მიმართვამდე „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ აღნიშნულ გამოცემებს მოსთხოვა ფაქტების დაზუსტება მომდევნო ნომრებში და გაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილის ბავშვს გაუკეთდა ოპერაცია მასალების გამოქვეყნებამდე სამი კვირით ადრე. თუმცა ფაქტების გამოსწორება არც ერთ მედია საშუალებას არ უცდია.

 „განსაკუთრებით მინდა გამოვყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია, რომელიც გაჯერებულია სიძულვილის შემცველი ენით და ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია ამ გაზეთის თითოეული მკითხველისთვის. მიუღებლად მიგვაჩნია ის, რომ ამ გაზეთის ფურცლებიდან მიზანმიმართულად ვრცელდება მსგავსი დამაზიანებელი პუბლიკაციები. ქარტიის საბჭომ სრულიად სამართლიანად დაადგინა, რომ ამ გამოცემამ დაარღვია მე-11 მუხლი: პრინციპი 11:  „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები – ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გამოცემების რედაქტორები და თავად მასალის ავტორები გათვალისწინებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას და მომდევნო ნომრებში გამოასწორებენ იმ ხარვეზებს, რაც აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას დაუშვეს.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება „ჯიპიაი ჰოლდინგის საქმეზე“ : http://qartia.org.ge/?p=2634