ოთარ დანელია იგორ შვაიკას შეხვდა

ოთარ დანელია იგორ შვაიკას შეხვდა

იგორ შვაიკა საქართველოში ოთარ დანელიას ოფიციალური მოწვევით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ფქვილისა და მარცვლეულის წარმოება ის მიმართულებებია, სადაც საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების რეალური პერსპექტივები არსებობს. საუბარი შეეხო სამეცნიერო-კვლევითი  და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების  მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. თანამშრომლობის კონტექსტში მხარეებმა ხილისა და ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის, ოგორ შვაიკას ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქართულ მხარესთან ერთობლივად  შემუშავდეს თანამშრომლობის ისეთი მექანიზმები, რომელიც მეტ სტიმულს მისცემს ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს და შესაძლებელს გახდის თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას.