საქართველოსა და „კრეაბის“ ხელშეკრულებაში საკუთარი მრჩევლის საქმიანობის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კომენტარს არ აკეთებს.
„კრეაბსა“ და საქართველოს შორის 2006 წლის ნოემბერში, ერთი წლის ვადით გაფორმებულ ხელშეკრულებაში ფიგურირებს კომპანიის სტრატეგიული მრჩეველი ულოფ ერენკრონა, რომელიც სამი კვირის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბილდტის უახლოეს მრჩევლად დაინიშნა.
„საქართველოს მთავრობის თანახმად, არსად არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილები მოხდა, თუმცა ერენკრონა ამტკიცებს:„როდესაც მთავრობაში შეევედი მე არავითარი პარალელური ფუნქციები არ მქონია“, -წერს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, ბილდტის უახლოესი გარემოცვის წევრი, თანამშრომელი, წოდებით ბარონი, მწერალი და დიპლომატი ულოფ ერენკრონა „კრეაბში“ საქართველოს ჯგუფის სტრატეგიული მრჩეველი იყო.
„უკვე ოთხი ათწლეულია ერენკრონა კარლ ბილდტის ახლო მეგზურია. 1973-1974 წლებში ერენკრონა „თავისუფალი მოდერატების“ ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავმჯდომარე კი ბილდტი იყო.
1991-1994 წლებში, როდესაც კარლ ბილდტი პრემიერ-მინისტრი იყო, მან ერენკრონა უახლოეს თანამშრომლად - პრემიერ-მინისტრის ოფისში დაგეგმარების ხელმძღვანელად წაიყვანა.
2006 წლის 11 დეკემბერს, ორი თვის შემდეგ, რაც კარლ ბილდტი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ერენკრონა ელჩად დაინიშნა. ერენკრონას უწოდებენ „საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველსგლობალიზაციის საკითხებში“, სხვა საკითხებთან ერთად, იგი აგრძელებს მუშაობას პოლიტიკის დაგეგმვაზე.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და „კრეაბს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გარეშე ცვლილებები ვერ შევიდოდა. დოკუმენტი კი 2008 წლის 31 იანვარს,საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის ხელმოწერით გაუქმდა, მაშინ, როდესაც ერენკრონა სახელმწიფო მოხელე იყო.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ულოფ ერენკრონა 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრამდე „კრეაბისთვის“ მუშაობდა საქართველოზე და იმავდროულად იყო ბილდტის უახლოესი მრჩევლელი საგარეო საქმეთა სამინისტროში“,- ნათქვამია სტატიაში.
კარლ ბილდტის მრჩეველი ულოფ ერენკრონა აცხადებს, რომ „კრეაბში“ მხოლოდ 2006 წლის შემოდგომაზე მუშაობდა და სამსახურში სწრაფად აიყვანეს.
„ეს იყო 2006 წლის შემოდგომაზე, იყომოკლევადიანი და მეტად მარტივი. მე მაშინქართველებისგან მქონდა დავალება, რომ „კრეაბის“ მეშვეობით კონსულტაცია გამეწია მათთვის.დავალება იყო საქართველოს ბრიუსელში წარმოჩენა“,- აცხადებს ერენკრონა. მისი თქმით, ანგარიშ-ფაქტურა ორჯერ გააგზავნა, ერთხელ 8 ნოემბერს, ხოლო ბოლოს 10 დეკემბერს - ერთი დღით ადრე, ვიდრე მუშაობას დაიწყებდა ბილდტთან საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოსა და „კრეაბის“ ხელშეკრულებაში სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების განუხორციელებლობის მიუხედავად, კარლ ბილდტის მრჩეველი აცხადებს, რომ 2008 წლამდე კომპანიაში მუშაობა არ გაუგრძელებია.
„აფტონბლადეტი“ კარლ ბილდტან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მისმა პრეს-მდივანმა გადმოგვცა, რომ ბილდტმა გაზეთს კითხვებს გუშინ ტვიტერით გასცა პასუხი და მას არ აქვს საფუძველი კომენატარი გააკეთოს იმაზე, თუ რას საქმიანობდა ერენკრონა როგორც კერძო პირი“,- წერს გამოცემა სტატიის ბოლოს.