საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დუშეთის კულტურის სახლში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატის დახურვას დაესწრო და გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ეროვნული ჩემპიონატი 11 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. ეროვნული ნაკრები სწორედ ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება და 6-16 ნოემბერს ალმატიში (ყაზახეთი) მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს