დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალინს და შეხვდა.
ფრანგული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, ფრანსუა ვიელი წარუდგინა, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრჩეველის რანგში იმუშავებს.
„სოფლის მეურნეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლსაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგი მაღალ დონეზეა განვითარებული, ეს დიდწილად სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის შედეგია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თაანხმადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და ჩვენის მხრივ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ არ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფრანსუა ვიელის ხანგრძლივი მივლინება თქვენს სამინისტროში“,- განაცხადა რენო სალინმა.
„ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ოპტიმისტური განწყობისათვის. სამთავრობო დონეზე უკვე შემუშავებულია 3 წლიანი სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ის ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით გვეკისრება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროექტების განხილვისას, ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა აგროდაზღვევის საპილოტე პროექტზე და ამ მიმართულებით ევროპული გამოცდიელბის გაზიარების მნიშვნელობაზე.