აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნოვრუზ მამედოვი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ირგვლივ არსებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა.
“კარლ ბილდტის პირადი ამბიციებისა და ყოფილი “განსაკუთრებული კავშირების” შესახებ ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, ამიტომ გაოცებული დავრჩით, იმის მოსმენით, რომ თითქოსდა, ნეგატიური აზრის ფორმირება ხდება”, - აღნიშნა ნოვრუზ მამედოვმა.
როგორც ცნობილია, ყოფილ ხელისუფლებას და შვედურ კომპანია “კრეაბს” შორის დადებულ ხელშეკრულებას გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა. კომპანიას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე კარლ ბილდტი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტის თანახმად, შვედურმა კომპანიამ 2006-2007 წლებში საქართველოს ხელისუფლებისგან 1,5 მლნ ევროზე მეტი მიიღო.