მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ ზუგდიდი უმასპინძლებს

მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ ზუგდიდი უმასპინძლებს

14 სექტემბერს, ზუგდიდი „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლებს.  ღონისძიება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ფესტივალზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის  სტუმრები და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სამეგრელოში ღონისძიების მედიამხარდამჭერია ადგილობრივი რადიო „ათინათი“, ფესტივალების დაგეგმვის კუთხით და ღონისძიების მიმდინარეობისას მოსახლეობის კომუნიკაციის მიზნით ჩაერთვება „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.

ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.