ვეტერან ოფიცერთა კავშირი „მშვიდობა“ მიესალმება ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას

ვეტერან ოფიცერთა კავშირი „მშვიდობა“ მიესალმება ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას

ვიცე-პოლკოვნიკი იური გალდავა ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლიშიხიაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს:

„შეიარაღებული ძალების ვეტერან ოფიცერთა კავშირი „მშვიდობა" მიესალმება ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორად ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას. იმედით განგვაწყობს ის ფაქტი, რომ სამსახურსგაუძღვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლი ადამიანი, ვინც კარგად იცნობსვეტერანების პრობლემებს. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო ყველაფერს იღონებს სამშობლოსწინაშე ვალმოხდილი ადამიანების ღირსეულად დაფასებისათვის", - ნათქვამია მისალოც წერილში.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი შიხიაშვილი 8 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა.