არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს. დღეს სოფლის მეუნრეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროქტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ რუსიშვილი, შტაბის სამუშაო პროცესს გაეცნენ, რის შემდეგაც შპს „სამეგობროში“ ვაშლის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ. ქარხანამ ფერმერებისგან 150 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაიბარა. შეხვედრაზე მარიანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა გლეხმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია, ქარხანამ კი ჩაიბაროს და გადაამუშაოს.ამისთვის კი სახელმწიფო ხილის გადამამუშავებელ ქარხნებს სუბსიდირებით დაეხმარება. ხუთმა საწარმომ უკვე არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების სურვილი გამოთქვა - შპს „გეოფრუტი“, შპს „ნატურალ7“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „სამეგობრო“ და შპს „ჯეოკონცენტრანტი“. 10 სექტემბრის მონაცემებით გლეხებმა 250 ტონამდე არასტანდაარტული ვაშლი ჩააბარეს.

პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.