ჭიკაძის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ,  შეთქმულება მზადდებოდა

ჭიკაძის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, შეთქმულება მზადდებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით,  ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, სავარაუდოდ, შეთქმულება მზადდებოდა. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრი დეტალებზე ვრცლად არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად უწყებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები“,-აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე.