სააგენტო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს

სააგენტო სკოლებისა და ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად საჯარო სკოლებისა და ბაგა ბაღების კვების ბლოკების სახელმწიფო კონტროლს გააგრძელებენ.

 მიმდინარე წელს  სააგენტომ ინსპექტირება ჩაატარა 380 საჯარო სკოლის ბუფეტში. ასევე, მიმდინარე წელს გადამოწმდა ის 269 ბაგა-ბაღი, რომელთა სახელმწიფო კონტროლი 2013 წელს ჩატარდა. აქედან 149 ბაღი დედაქალაქში, ხოლო 120 - რეგიონში მდებარეობს.

საწყის ეტაპზე გადამოწმდება ის ობიექტები, რომელთა ინსპექტირება უკვე ჩატრადა და სახელმწიფო კონტროლის დროს გარკვეული რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული  ვადა მიეცათ. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედდება საჯარიმო სანქციები.

შემოწმებული 380 სკოლიდან არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის გამო ყველა მათგანს მიეცა რეკომენდაცია. ხოლო სააგენტოს გადაწყვეტილებით, კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო თბილისში მდებარე  71-ე, 112-ე, 113-ე და 166-ე საჯარო სკოლის ბუფეტები დაიხურა.

 საქართველოში 2000-მდე საჯარო სკოლაა. 2014-15 წლებში იგეგმება ყველა მათგანის შემოწმება, შემდეგ კი ინსპექტირება ჩატარდება კერძო სკოლებში, კერძო ბაღებსა და უმაღლესი სასწავლებლების ბუფეტებში.