9 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილსა და ბულგარეთის ელჩ პლამენ ბონჩევს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრიორიტებების შესაბამისად, შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მართვის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. ბულგარეთის მხარეს სურვილი აქვს, დაეხმაროს საქართველოს მის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვაში, გაუწიოს ტექნიკური დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც ბულგარელი ექსპერტების ჩართულობასა და ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაში გამოიხატება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის - სურსათის უვნებლობა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება - მენეჯერი ალვარო ორტეგა, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი საქართველოში - იასენ ტომოვი, ასევე საელჩოს კომერციული და ეკონომიკური ოფისის ხელმძღვანელი, მრჩეველი იორდან ტენევი და CIB (ყოვლისმომცვლელი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა) პროგრამის გრძელვადიანი საერთაშორისო ექსპერტი, მრჩეველი მატი ლამპი.
ურთიერთანამშრომლობის სფეროში ძირითად მიმართულებებად განიხილება სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის კუთხით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ბულგარეთის მხარე მზადაა ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაატაროს. ასევე, შესთავაზოს ქართულ მხარეს ფიტოსანიტარული კვლევების კუთხით ლაბორატორიული კვლევების ხელშეწყობა, ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლის მიმართულებით - გამოცდილების გაზიარება.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებისა თუ კერძო სექტორის საქმიანობს გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით იგეგმება საქმიანი ვიზიტები ბულგარეთში .