საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ პროცესზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი სწრაფად უნდა წარიმართოს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. 

ქვეყნის პირველმა პირმა ანდრეს მამიკინსს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმ ინტერესისთვის, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს.

მხარეებმა საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.