“არავის უნდა გაუჩნდეს იმის იმედი ან ეჭვი, რომ რამე გამოგვეპაროს”

“არავის უნდა გაუჩნდეს იმის იმედი ან ეჭვი, რომ რამე გამოგვეპაროს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის, რაც გიგი უგულავას სახელით გავრცელებულ წერილში წერია, რეალობასთან ახლოს არის.

“წერილის ავთენტურობის მტკიცება არ შემიძლია, უბრალოდ, რაც მასში წერია, რეალობასთან ახლოსაა. რაც იქ წერია, ცხოვრებაში მათი ქმედებით იკითხება. რასაც აკეთებენ, ის ნამდვილად წერია და ამ სტრატეგიით ნამდვილად მოქმედებენ. ესენი ხელისუფლებაში იყვნენ ავანტურისტები და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიციაშიც თავიანთი ავანტურისტობა გამოავლინონ. დარწმუნებული ვარ, ყველა ავანტურისტს პასუხს გასცემს ჩვენ ხალხი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ძალიან ძლიერია და არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის იმედი ან ეჭვი, რომ რამე გამოგვეპაროს. გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ შს მინისტრმა რომ თქვა, გარკვეულ ორგანიზაციებს დესტაბილიზაციის მოწყობა უნდოდათო. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ამ იდეის ავტორები მაშინვე სოროებში შეძვრნენ და მიხვდნენ, რომ ეს არ გაუვათ. დღეს უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო ძლიერია და ვინმეს თუ აქვს ბოროტი ზრახვები, ურჩევნია წყალს გააყოლოს, თორემ მიიღებენ ადეკვატურ პასუხს კანონის ფარგლებში და არა იმ მეთოდებით და გზებით, როგორსაც თავად იყენებდნენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.