“ის მაჩვენებლებია გაუმჯობესებული, რომელსაც ინვესტორები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ”

“ის მაჩვენებლებია გაუმჯობესებული, რომელსაც ინვესტორები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ”

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა “გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში” მაჩვენებლების გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა, ტენდენცია საკმაოდ დადებითია და მომავალ რეიტინგში მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესების იმედი ყველას უნდა ჰქონდეს.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი ქვეყნის მიმართ ინვესტორებისა და ბიზნესმენების ინტერესს დიდწილად განაპირობებს. ამ რეიტინგში საკმაოდ ყურადსაღებია მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. კრიმინოგენური გარემოა გაუმჯობესებული, ასევე მექრთამეობის და კორუფციის კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც ჩამოვთვალე ისაა, რაც ინვესტორებს მუდმივად აინტერესებთ. თავისუფალი სასამართლო, მყარი ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემო და კორუფციისგან ქვეყნის თავისუფლება. ამ რეიტინგებს საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა უკვე. მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი არა პოზიციის სამი პუნქტით გაუმჯობესება, არამედ რეიტინგის შინაარსი უფროა. შიგნით, ჩაშლაში ინვესტორისთვის უფრო მნიშვნელოვანი ტენდენციებია ჩადებული”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველომ 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა.