”ჯიპიაი ჰოლდინგი” ვენახების ექსპერტიზა დაიწყო

”ჯიპიაი ჰოლდინგი” ვენახების ექსპერტიზა დაიწყო

2014 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ფერმერებს 400,000 ლარზე მეტი გადაუხადა სადაზღვევო ანაზღაურების სახით.  

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე შეუდგა კახეთში გუშინნდელი სეტყვით მიყენებული ზარალის ექსპერტიზას:

ჯემალ ქარუმიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ანაზღაურების დეპარტამენტის უფროსი: „ჩვენი წარმომადგენლები და ექსპერტები უკვე ადგილზე არიან. დილიდან მიმდინარეობს დასეტყვილი ნაკვეთების ექსპერტიზა, რომ დროულად დადგინდეს ზარალის მოცულობა და ოპერატიულად მოხდეს ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემა. მოგეხსენებათ, რთველი უკვე მიმდინარეობს და ამ დროს ფერმერისთვის ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.“

ყვარლის რაიონში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ დაზღვეული 20-ზე მეტი ნაკვეთია დასეტყვილი. ზარალის მოცულობა დგინდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

2014 წლის პირველ ნახევარში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ რამდენიმე ათეულ  სტიქიით დაზარალებულ ფერმერს გადაუხადა სადაზღვევო ანაზღუარება - ჯამში ანაზღაურებულმა თანხამ 400,000 ლარი შეადგინა.

ჯემალ ქარუმიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ანაზღაურების დეპარტამენტის უფროსი: „ჩვენს მიერ გაცემული ანაზღაურება ძირითადად სეტყვით დაზიანებაზე და ასევე ქარიშხალზე მოდის -  კომპენსაცია გადავუხადე 100-მდე მევენახეს და მებაღეს (ხეხილის დაზღვევა).“