სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტი მოიწონა და დაამტკიცა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაბამისად დაიწყება ასეთი ტიპის ვაშლის სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, ფასი კი 10 თეთრით განისაზღვრება.
"მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სურათს, რომელიც წლების მანძილზე იყო. ეს არის უპრეცედენტო, ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.