პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართა

პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. ანდერს  ფოგ რასმუსენმა, უპირველესად, გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს. შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის.

გიორგი არგველაშვილმა იედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.