მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“  ბათუმმა უმასპინძლა

მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ ბათუმმა უმასპინძლა

1-2 სექტემბერს, ბათუმობის დღესასწაულთან ერთად ბათუმმა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლა. ღონისძიება  6 მაისის  პარკის ცენტრალურ შესასვლელთან გაიმართა.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის  სტუმრებმა და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ორი დღის განმავლობაში „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდა.

ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“გახსნა. ბავშვებმა კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც ისინი საყვარელი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.  მოსული სტუმრები ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმაც გაართეს.