სააგენტო ლაბორატორიების ტესტირების შედეგების განხილვას დაესწრო

სააგენტო ლაბორატორიების ტესტირების შედეგების განხილვას დაესწრო

სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოში არსებული ლაბორატორიების ტესტირების შედეგების განხილვა გაიმართა. შეხვედრა ყოვლისმომცვლელი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა - CBA-G პროექტის ხელშეწყობით შედგა.

აღნიშნული პროექტის ორგანიზებით მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში არსებული აკტედიტებული თუ არააკრედიტებული ლაბორატორიების პროფესიული ტესტირება სურსათსა და წყალში მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ლაბორატორიამ. სწორედ ამ შედეგების შეჯამება მოხდა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ლაბორატორიის წარმომადგენლებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აკტედიტაციის ეროვნული ცენტრის თნამშრომლებიც  ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი ტესტირების ჩატარება. საბოლოო შედეგები ეცნობებათ როგორც ლაბორატორიებს, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს. სააგენტო შედეგებს გაითვალისწინებს ლაბორატორიების შერჩევის დროს.

გარდა ამისა, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნეს ლაბორატორიული კვლევის ჩატარების კუთხით არსებული პრობლემები,  ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის პერსპექტივის მიმართულებით გასათვალისწინებელი საკითხები.

აღსანიშნავია, მსგავსი ტიპის ლაბორატორიათაშორისო პროფესიული ტესტირება საქართველოს მასშტაბით პირველად  ჩატარდა, რაც საკმაოდ ნაყოფიერი და რეზონანსული აღმოჩნა თავად ლაბორატორიებისთვისაც.