მინისტრი საქართველოში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

მინისტრი საქართველოში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, კეტრინ პატრონოფს და უსაფრთოების დელეგატს, რაად ალ-ჰუსბანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სამომავლოდ, უფრო მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

„სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრესი სახეზეა. წარსულში ჩვენ ზოგადი სახის პრობლემებზე ვმუშაობდით, ახლა კი სიტუაციის გაუმჯობესებამ საშუალება მოგვცა კონკრეტულ და ინდივიდუალურ შემთხვევებზე ვიმუშაოთ, რაც ძალიან კარგია“ - განაცხადა კეტრინ პატრონოფმა.

თავის მხრივ, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მზადაა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ორმხრივი ურთიერთობისთვის.

შეხვედრას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გოგი გვახარია და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.