სასწავლო ცენტრში მენტორებთა შეხვედრა შედგა

სასწავლო ცენტრში მენტორებთა შეხვედრა შედგა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის 4 აგვისტოს უპრეცენდენტო პროექტი - 6 თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა.

სწავლების მეორე ეტაპზე, თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ  კურსის მონაწილეები  30 დღიან პრაქტიკას გაივლიან სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი არიან დასაქმებული, ან მომავალში მოხდება მათი დასაქმება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრაქტიკაზე მოვლენილ თანამშრომელთა სწავლებას კოორდინირებას გაუწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებულ იქნენ მენტორებად.

სწორედ აღნიშნული ეტაპის კიდევ ერთხელ განხილვისა და საბოლოოდ მომზადების მიზნით შედგა შეხვედრა მენტორებსა და ცენტრის ხელმძღვანელობას,  ასევე ცენტრის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მუშაობის პროცესში სუპერვიზიას გაუწევენ მენტორთა მუშაობას.

შეხვედრაზე შემუშავდა გეგმა, რომლითაც მენტორები პროექტის II და IV ეტაპების განმავლობაში იხელმძღვანელებენ.

პრაქტიკული ეტაპის დასრულების შემდეგ მენტორები საბოლოო შეფასებას გაუკეთებენ გაწეულ მუშაობას და ანგარიშით წარსდგებიან სასწავლო ცენტრისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სასწავლო ცენტრსა და მენტორებს შორის.