მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალები რეგიონში

მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალები რეგიონში

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ წელს  „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10  ქალაქში გამართავს, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლებების გარდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩაერთვება. ფესტივალი, რომელიც ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, შიდა ტურიზმისა და რეგიონული განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. შესაბამისად, ფესტივალების დაგეგმვის კუთხით „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც“  მიიღებს მონაწილეობას და ღონისძიებების მიმდინარეობისას მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნით აქტიურად ჩაერთვება. 

პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ  სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.  ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 1 სექტემბერს ფესტივალს ბათუმი, 6 სექტემბერს  ახალციხე, 7 სექტემბერს გორი, 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბრის დასაწყისში დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.