1-2 სექტემბერს, ბათუმობის დღესასწაულთან ერთად ბათუმი „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლებს (მის: 6 მაისის პარკის ცენტრალური შესასვლელი). ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.
ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.
პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 6 სექტემბერს ფესტივალს ახალციხე, 7 სექტემბერს გორი, 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბრის დასაწყისში დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.