დასუფთავების აქცია პარასკევს, 29 აგვისტოს, 10 საათზე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად, პირადად მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და მერების ჩართულობით გაიმართება.
"მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა იზრუნონ საკუთარ საზღვრებში გარემოსა და იერსახის დასუფთავება-გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულების ზედამხედველობას ვამკაცრებთ პირადად გამგებლები და მერები.
პირველ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ შემორჩენილი პოლიტიკური პლაკატებისგან ყველა შენობის, სკვერის, ბოძისა თუ სხვა ადგილების დასუფთავებით. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ეს პოლიტიკურ სააგიტაციო მასალებს ეხება, აქცია აბსოლუტურად არაპოლიტიკურია.
ზოგადად, მუნიციპალიტეტების დასუფთავების მასშტაბური აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათზე ზედამხედველობას პირადად გამგებლები და მერები გაამკაცრებენ", - აცხადებენ მუნიციპალიტეტებში.
წინასაარჩევნო პლაკატების ნარჩენებისსგან ქალაქის დასუფთავების აქცია რეგიონების გარდა, ასევე გაიმართება თბილისში და მასში მონაწილეობას გამგებლებთან ერთად დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია პირადად მიიღებს.