პრობაციონერები  კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს  უგულშემატკივრებენ

პრობაციონერები კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებენ

27 აგვისტოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 20 პირობით მსჯავრდებული დაესწრება კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას  უმასპინძლებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც გამოხატა თანადგომა პრობაციონერების მიმართ და უზრუნველყო პორტუგალიასთან და უნგრეთთან მატჩებზე მათი დასწრება.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას. მიმდინარე წელს პირობით მსჯავრდებულები აქტიურად გულშემატკივრობდნენ საქართველოს სარაგბო ნაკრებს და საჩხერის „ჩიხურას" საფეხბურთო კლუბს საერთაშორისო ეგიდით გამართულ შეხვედრებში.