სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კაფეები და რესტორანი დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კაფეები და რესტორანი დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ობიექტი დახურა.

იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ი/მ "თამილა თევდორაძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში, საიდანაც ამოღებულია საეჭვო წარმომავლობის ხორცი.

ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ანტისანიტარიის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ადგილას აღმოჩენილი მწერების გამო აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე შპს "სოფიოს" კაფეს.

საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა ასევე მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურში - შპს "ხეკორძულას" რესტორან "ზღაპარსა" და ნარეკვავის მიმდებარე ტერიტორიაზე - შპს "ლიდერფუდის" კაფეში, სადაც ინსპექტირება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს.  

აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ "თამილა თევდორაძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტს, შპს "სოფიოსა" და შპს "ლიდერფუდის" კაფეებს, რესტორან "ზღაპარს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.