ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბატონი ნიკოლას ბერლინელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესო დევდარიანი და საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL-ის) დირექტორი ქ-ნი ტრეისი ნიუველი INL-ის თბილისის ოფისის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ორგანიზებული ღონისძიების ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ მაღალი რანგის მენეჯერები შემდეგი სტრუქტურებიდან: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, პრობაციის ეროვნული სააგენტო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სემინარს სამსახურეობრივი ეთიკისა და ლიდერობის თემაზე ამერიკელი ექსპერტები დოქტორი ლარი ეშლოკი და დოქტორი ლოფტინ ვუდილი 2 დღის განმავლობაში წარუძღვებიან.
ღონისძიების ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე ამერიკელმა ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში კონსულტაციები გაუწიეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს სწავლებისა და უკუგების სტანდარტების განახლებისა და ახალი სტანდარტების შემუშავების მიზნით.