რუსული ბაზარი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის გაიხსნება. თევზი, თაფლი და ცხვარი იმ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა, რომელიც 2013 წლის 14 ოქტომბრიდან გადის ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში.
ეს შეთანხმება 21 აგვისტოს მოსკოვში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილსა და რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, "საქართველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის,მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ასევეცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი."
ამ ეტაპზე ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის მიმდინარეობს ექსპორტისთვის საჭირო ტექნიკური მხარეების მოგვარება.