სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში რესტორნები დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში რესტორნები დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ბათუმში რამდენიმე რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. შემოწმდა ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნები - "სოფრაზ" (ი/მ "ზექი კარტალი"), "მარტი" (შპს "OFKAY") და "HB" (შპს "პეპე"); გამსახურდიას ქუჩაზე - რესტორანი "ბასრა" (შპს "Al Hadi"). გეგმური ინსპექტირებისას რესტორნებში აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები - ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, კონდენსატის წარმოქმნა დაკიდულ კონსტრუქციებზე, მწერები სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ადგილას, აღჭურვილობების არასათანადო დასუფთავება-დეზინფიცირება, ხორცის შენახვის არასათანადო ტემპერატურული რეჟიმი. ერთ-ერთმა ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2.

აღნიშნული დარღვევების გამო რესტორნებს - "სოფრაზ"-ს, "მარტს", "HB"-ს და "ბასრას" შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.