პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილე დავით ზალკალიანი დაევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელისამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„სამიტი მოახლოვდა და დღეს ჩვენ ის პოზიციები განვიხილეთ, რაც ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებით გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დეტალიმოვახსენეთ. სამიტზე წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც სამინისტროები ერთობლივ წინადადებებსწარმოადგენენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ცნობილია, ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს დელეგაციას ქვეყნისპირველი პირი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.