ლიბერთი ბანკის ახალი სერვის ცენტრი შუახევში

ლიბერთი ბანკის ახალი სერვის ცენტრი შუახევში

24 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ შუახევში, რუსთაველის #13ში თანამედროვე სტანდარტებისშესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილებისსისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკისაქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მლნ ფიზიკურ და 72 000-ზემეტ იურიდიულ პირს ემსახურება.


ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.2%-ს შეადგენს.