24 აგვისტოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 20 პირობით მსჯავრდებული კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დაესწრება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთის გუნდს უმასპინძლებს. ქართველ სპორტსმენებს პირობით მსჯავრდებულებთან ერთად უგულშემატკივრებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც გამოხატა თანადგომა პრობაციონერების მიმართ და უზრუნველყო მათი დასწრება ამ მატჩზე.
პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას. მიმდინარე წელს პირობით მსჯავრდებულები აქტიურად გულშემატკივრობდნენ საქართველოს სარაგბო ნაკრებს და საჩხერის „ჩიხურას" საფეხბურთო კლუბს საერთაშორისო ეგიდით გამართულ შეხვედრებში.